საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მე-4 საერთაშორისო საგანმანათლებლო კვირეული 

23-25 აპრილს, იარმოუკის უნივერსიტეტის ორგანიზებით დაგეგმილია მე-4 საერთაშორისო საგანმანათლებლო კვირეული (ქალაქ ირბიდში, იორდანია).

 

 საგანმანათლებლო კვირეულის ძირითადი თემებია: ინკლუზიური განათლება უმაღლესი განათლების სექტორში; ციფრული ტრანსფორმაცია, ტენდენციები და საუკეთესო პრაქტიკები უმაღლესი განათლების სექტორში; სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობა: გამოწვევები და შესაძლებლობები. აქვე გაცნობებთ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა არის უფასო, თუმცა მონაწილეებმა თავად უნდა დაფარონ მგზავრობისა და განთავსების ხარჯები. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მოცემული ელექტრონული გვერდის საშუალებით მ.წ 1 დეკემბრამდე: https://forms.office.com/r/x9YQug39zT

 

დამატებითი კითხების შემთხვევაში, საკონტაქტო პირია იარმოუკის უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დირექტორს პროფ. მვაფაქ ოტომი (ელექტრონული ფოსტა: iw@yu.edu.jo; international@yu.edu.jo; ტელეფონი: +962790143171).

თარიღი: 30/11/-0001